THE WEB PAGE IS STILL UNDER DEVELOPMENT. WE APOLOGIZE FOR INCONVENIENCES THAT MAY ARISE.
Article

"Da Mauro"

"Da Mauro" ესე ჰქვია პატარა რესტორანს რომელიც ზუსტად ჩვენი სახლის ქვემოთ არის პირველ სართულზე.. სადარბაზოც და რესტორნის შემოსასვლელი ქუჩის მხრიდან არის, მიუხედავად იმისა რომ არ არის მთავარი ქუჩა, მაინც ძალიან მოძრავი და ყველასთვის საყვარელი ქუჩაა. dddgwck-cf05cb5d-0e95-4b42-a042-3990b8fd6836 მოგეხსნებათ ამალფის ნახევარკუნძული ტურისტების ერთ- ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იტალიაში, და ჩვენი ქუჩა კი ყველაზე საყვარელი მთელს ამალფიზე. ქუჩის თავში, სულ ზემოთ დგას ულამაზესი სანტა მარია ასუნტას ტაძარი, წინ ულამაზესი სანტა მარიას მოედნით, 164697689 Amalfi BW 2013-05-15 10-09-21 მოედნიდან რომ დაეშვებით ჩვენი ქუჩისკენ მარჯვენა მხარეს შეგხვდებათ მრავალწლიანი ლიმნის ხეები.. ახლა ამ დროს ყვავილობის პერიოდი აქვთ.. ალბათ საუკეთესო პერიოდია ჩვენთან სტუმრობისთვის, მარცხენა მხარეს კი სულ პატარ-პატარა რესტორნები და კაფეებია , გაგიკვირდებათ და ქუჩის მხარეს რამოდენიმეს თუ უდგას მაგიდა და სკამები, თუმცა როგორც კი რომელიმე მათთაგანში მოხვდებით თქვენს გაკვირვებას აღტაცება შეცვლის, ყოველი რესტორნის თუ კაფე-ბარის ვერანდა გამოდის სანაპიროს მხარეს, ამ ხედის დანახვით ალბათ სამოთხეზე გაგიჩნდებათ წარმოდგენა, ზღვის ჰორიზონტს ვერ გააწვდენთ თვალს… ერთი სიამოვნებაა ამ ხედის შემყურე სპაგეტი "ალლო სკოლიოს" მირთმევა ჭიქა თეთრ ღვინოსთან ერთად. villa-maria-restaurant ერთხელ ამ ადგილს, ამერიკელმა მწერალმა გორ ვიდალმა "მსოფლიოს ულამაზესი ხედი" უწოდა და ეს მართლაც ასეა. 1ab1634b636f74f11cd37e9fa9b94226 ჩვენი სახლი და მაუროს რესტორანი მესამე შენობაა დაღმართზე.. თუ განაგრძობთ გზას ქვემოთ, ულამაზესი სერპანტინით მოხვდებით ფერად-ფერადი ქოლგებით გაწყობილ სანაპიროზე სადაც შეგიძლით მიირთვათ ყველაზე ძვირიანი და ამავე დროს ყველაზე ჩვეულებრივი ნაყინი. w0lfxhslppx21 სახლზე, რომელიც რესტორნის მფლობელისგან ვიქირავეთ, მოგვიანებით გიამბობთ, ახლა მინდა 10 მაისის საღამოზე მოგიყვეთ: დილით, როცა ილარია გავიდა სამსახურში და მარტო დავრჩი, ტელეფონზე უცნაური ნომრიდან ზარი შემოვიდა, ეს იყო ალბათ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ყველაზე სანატრელი ზარი. წამოვხტი, ავკრიფე ილის ნომერი მაგრამ გავთიშე. მოვწესრიგდი, გავედი სახლიდან და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება დავუტოვე ილის, რომ საღამოს ველოდებოდი მაუროსთან, ჩვენს საყავრელ მაგიდასთან და ვთხოვე ჩემი საყვარელი კაბა ჩაეცვა და ისიც ვუთხარი რომ სიურპირზი მქონდა. დათქმულ დროს მე ვიჯექი ჩვენს მაგიდასთან და ველოდებოდი. რესტორნის შემოსასვლელ კარს ზემოთ პატარა ზანზალაკი ეკიდა და ყოველ სტუმარზე წკრიალებდა, თუმცა მის შემოსვლას სხვანაირი ხმა ჰქონდა, ვიცი არ დაიჯერებთ მაგრამ ყოველთვის ვცნობდი როდის შემოდიოდა, ცოტა დაღლილი და განერვიულებული სახე ქონდა, და ბოლო დროს ნასწავლი ახალი იტალიური ჟარგონებით ილანძღებოდა ჩუმად… თუმცა უნდა იცოდეთ რამდენად სექსუალურია ამ დროს. ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ის ლამაზი კაბა ეცვა, მიუხედავად დამღლელი სამუშაო დღისა ის ულამაზესი იყო..ჩემი ილარია…

  • ცხენი! ვიღაცას ყვითელი ვესპა პირდაპირ რესტორნის კარში გაუჩერებია, ცხოველი! მაკოცა და ჩემს წინ მოკალათდა, უცბად წამიერად გადაავიწყდა გაბრაზებაც და დაღლილობაც, ასე ვიცოდით ერთმანეთის დანახვისას.. შემომციცინა ულამაზესი თვალის ჭრილიდან ორმა მეტყველმა და ჩემმა საყვარელმა თვალმა - აბა სიურპრიზი?
  • ამ დროს, წინასწარ გაფრთხილებულმა მაურომ პატარა ქულერი მოაგორა ჩვენს მაგიდასთან, სადაც ჩაციებული შუშხუნა პროსეკო იდო, გაგვიხსნა და დაგვისხა თან ვერ მალავდა სიხარულს და ჩუმად გაიძახდა auguri, auguri
  • იცი არ მაშინებ მაგრამ ცოტა ვღელავ, პროსეკო ვახშამზე? და ეს ორი კონვერტი?

ამ დროს მკითხველიც მიხვდება რომ 2 კონვერტი მიჭირავს ხელში კონვერტს ლამაზი ემბლემა ამშვენებს

ეს 2 კონვერტი იყო ბოლო დამღლელი, საკმაოდ რთული და დაძაბული, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და ბედნიერი 5 წლის ბრწყინვალე დაგვირგვინება

ეს იყო კონვერტი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ემიგრაციის სამსახურიდან, მე და ილიმ 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ მივიღეთ მუდმივი ბინადრობის უფლება იტალიაში.

დიდხანს უყურა გაწოდებულ კონვერტს, და უკვე ცრემლმომდგარმა გახსნა კონვერტი.

  • გილოცავთ თქვენი განცხადება დაკმაყოფილებულია.. გთხოვ პატივისცემით მიიღოთ თქვენი მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი ბარათი

ამომხედა.. ატირდა.. რამოდენიმე წამით იტირა, თუმცა ეს იყო ბედნიერების ცრემლები.. წამოხტა.. გადამეხვია.. მეგონა დამახრჩობდა.. ვტიროდი მეც.

ტირილისგან ყურადღება კი მხოლოდ კონვერტიდან გადმოვარდნილმა გასაღებმა გადაატანინა რომელზეც პატარა, ყვითელი ვესპას ბრელოკი ეკიდა...

ეს ამბავი არის ამონარიდი რომანიდან. შენ კი შეგიძლია გააგრძელო შენი ისტორია. ფრენები მალე აღდგება და გლობალ თრეველი მუდამ მზად არის შეგირჩიოთ ბილეთი და სასტუმრო ამალფის ნახ. კუნძულზე

სერიიდან „აღმოაჩინე სამყარო გლობალ თრვეელთან ერთად“