THE WEB PAGE IS STILL UNDER DEVELOPMENT. WE APOLOGIZE FOR INCONVENIENCES THAT MAY ARISE.
Article

Apparition

9-top-tips-hp-world აპარაცია - ტრანსპორტირების ჯადოსნური ფორმა, რომელშიც მომხმარებელი მყისიერად მოგზაურობს ერთი ადგილიდან მეორეში, სივრცის გადაკვეთის გარეშე!

„მაგიის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლისა და აპარაციის გამოჩენილი ინსტრუქტორის, ვილკი ტვიკროსის თანახმად, უნდა გახსოვდეთ სამი რამ: დანიშნულების ადგილი, მტკიცედ შეუპოვარი გადაწყვეტილება და ქმედების გააზრება. ეს ნიშნავს იმას, რომ: მოგზაურს მტკიცედ და შეუპოვრად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი დანიშნულების ადგილი და ამავედროს სრულად უნდა ჰქონდეს გააზრებული პროცესი. ჩვეულებრივ, ჯადოქარს აპარაციის შესასრულებლად სჭირდება ჯადოსნური ჯოხი, თუმცა მრავალი სხვა შელოცვების მსგავსად, მისი შესრულება შესაძლებელია ჯოხის გარეშეც“ (წყ. harrypotter.fandom.com/wiki/Apparition)

Harry-Potter-Platform-9-34-Zoom-Background

ნიკუ და გიოშა მთელი ძალით მიაქანებდნენ სადგურზე ურიკას სადაც მათი ბარგი იდო, ბარგზე ზემოდან გალია იდო, გალიაში კი საფოსტო ბუ. ისინი ჩქარობდნენ რადგან მამამ ბოლო წამს მიიყვანა პლატფორმა 9¾-ზე საიდანაც ჰოგვორთს ექსპრესი გადიოდა... harry-potter-hogwarts-express-i61124

ვატო და ლევანიკო ცალკე დგანან მშობლებთან ერთად, მათთვის პირველი წელია, ჯერ-ჯერობით ეჭვის თვალით და ამავე დროს აღტაცებით უმზერენ კედელში გაუჩინარებულ მაღალკლასელებს. 2BQ22JRVIJDYFGMHLYVOQ6Q3ZE

ნიტა და მარიტა უკვე ბევრჯერ ყოფილან ამ პლატფორმაზე და მათთვის არც არაფერი ყოფილა გასაკვირი. ისინი უკვე ჰოგსმიდში არიან, სხედან „სამ ცოცხში“, ჭორაობენ ახალწვეულებზე და ბურბურახს მიირთმევენ...

დემეტრე, ლუკა და ნიკუშა პირველად შეაღებენ ოლივანდერის მაღაზიის კარს, მათთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ისინი ჯადოსნურ ჯოხებს ირჩევენ დღეს, ან იქნებ პირიქით ჯოხი ირჩევს მათ!? maxresdefault

  • ნიკო გაშეშდი! - ბრწყინვალე დამიზნებით და ანწლის ჯოხის გრაციოზული მოძრაობით გააშეშა კატომ ნიკო. ეს უკანასკნელი კი თავის ნიმბუს 2020-ით მიისწრაფოდა სნიჩის დასაჭერად, თუმცა ამაოდ.

სანდრიკო სრულიად სხვა შეგრძნებით არის, მას წელს მნიშვნელოვანი და საპასუხიმსგებლო დავალება აქვს, მას მიანდეს პატარა ბიძაშვილი ვატულიკო, რომელიც წელს პირველად მოდის ჰოგვორთსში. სანდრიკოს მხოლოდ ერთად-ერთი ოცნება აქვს - ვატულიკოც გრიფინდორში მოხვდეს. The-Sorting-Hat ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის კითხვა, წამით ალბათ გადავეშვით ყველანი ჰარი პოტერის სამყაროში - დიახ! ამ ყველაფრის მომსწრენი შეიძლება თქვენც ყოფილიყავით, როგორ?
ფლორიდის შტატში, ორლანდოში არსებობს ასეთი ჯადოსნური ადგილი - Universal Orlando resort სადაც, სხვა ატრაქციებთან ერთად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღმოჩნდეთ ჰარი პოტერის სამყაროში ( The Wizarding World of Harry Potter). diagon-alley-universal-studios-florida-3-oi

აქ, გლობალ თრეველში, არც ჯადოსნური ჯოხები გვაქვს და სამწუხაროდ ვერც აპარაციას ვიყენებთ, თუმცა შეგვიძლია სრული ტურისტული მომსახურება გაგიწიოთ ჯადოსნურ დონეზე.

სერიიდან „აღმოაჩინეთ მსოფლიო გლობალ თრეველთან ერთად“ Three Broomsticks Inn Pottermore