THE WEB PAGE IS STILL UNDER DEVELOPMENT. WE APOLOGIZE FOR INCONVENIENCES THAT MAY ARISE.
Article

The most beautiful café in the world

The most beautiful café in the world

  • კრიშტოფ! შეხვედრა დღეს შედგება, თქვენთან კაფეში..
  • გასაგებია სერ, რა მევალება?
  • სიტუაციის კონტროლი კრიშტოფ, შენ ბოლომდე უნდა იყო მათ გვერდით, დარწმუნდე რომ ორივე მხარემ შეასრულოს თავისი მისია...წყაროს თუ ვენდობით და რაღა თქმა უდნა ვენდობით, ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის...როდესაც დარწმუნდები რომ ორივე ლიკვიდირებულია, მიხვალ მისამართებზე აიღებ მასალებს და მიხვალ პარლამენტის შენობასთან... და კრიშტოფ გახსოვდეს, იმუშავე დამცავი ხელთათმანებით, არავითარ შემთხვევაში არ შეეხო ბეჭედს და სამიზნეების ტუჩებს....როდესაც მიხვალ პარლამენტის შენობასთან, ტაქსოფონიდან დარეკე, კოდური სიტყვა იქნება „Magyar”, ამით მივხვდებით რომ მისიამ წარმატებით ჩაიარა.. და კრიშტოფ..გაერთიანებული სამეფო მადლიერი დაგრჩება გაწეული სამსახურისათვის.. ღმერთმა დალოცოს დედოფალი...
  • ღმერთმა დალოცოს დედოფალი, სერ...

„ამხანაგო კარპოვა! კომიტეტმა დიდი ხნის ძიების შედეგად გამოააშკარავა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტი...ის ჯონ უაითია ახალი მისია: უაითის ლიკვიდაცია გამოიყენეთ ტუჩსაცხი..ერთი შეხებაც საკამარისია მის ტუჩებზე...3 წუთი დაელოდეთ..შემდეგ მიხვალთ მის მისამართზე და ყველა მასალას წამოიღებთ.... ბილეთი მოსკოვამდე უკვე გამოგზავნილია ... ამით თქვენი მისია ბუდაპეშტში დასრულებული იქნება... კავშირის დასასრული....“ a82bdd8aa97fcf04c94e35a8c2de03ff

ო’ნილ შენ ხარ? ჯონ.. ცოტა დრო მაქვს...არ ვიცი საიდან დავიწყო... ევან რა ხდება? ჯონ, მოკლედ.. ლენა უფრო სწორად კი ვალენტინა, ვალნეტინა კარპოვა, საბჭოთა აგენტია. რამოდენიმეჯერ გადავამოწმეთ ინფორმაცია..მთელი ეს პერიოდი იგი გატყუებდა..როგორც ჩანს შენ უბრალოდ მორიგი მისია იყავი ჯონ...მან დაგვასწრო და მოიპოვა მასალები პირველმა.. კი მაგრამ...ო’ნილ ჩვენ ხომ გადავამოწმეთ...მან გაიარა.. ის ვერ იტანს წითლებს ევან! ის სტუდენტია, არქიტექტორია. როგორც შენ! ვწუხვარ ჯონ....აგენტი კარპოვა ექვემდებარება განადგურებას....დღეს 8 საათზე.. მაგიდა დაჯაშნილია უკვე: „ნიუ-იორკ კაფე“ - ერჟიბეთის კუთხე 9/11.. მისვლამდე ფოსტაში შეიარე, ბეჭედი რომელიც გქონდა მომზადებული უკვე შევცვალეთ... შენ უბრალოდ თითზე გაუკეთე.. 5 წუთი და მისი გული გაჩერდება ... 30add954-da17-4c55-9908-c729a3152d93 შემდეგ აიღე მასალები და დატოვე ადგილი...ანდერსონი ჯაჭვის ხიდთან დაგხვდება.... Budapest-Szechenyi-Chain-Bridge-evening-fog კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ჯონ....

  • კეთილი იყოს თვქენი მობრძანება ნიო-იორკ კაფეში... 24210374 1686343701409926 8878196343402682935 o-1200x675

  • თუ შეიძლება თქვენი მოსასხამი და სახელი სერ?

  • ჯონ უაითი

  • აქეთ მობრძანდით მისტერ უაით.. აი თქვენი ადგილიც...დღეს თქვენს მაგიდას კრიშტოფი მოემსახურება...

  • გმადლობთ...

  • კრიშტოფფ

  • დიახ, მისტერ უაით?

  • დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ჩემი საცოლესთვის, ასე რომ შენი დახმარების იმედი მაქვს!

  • რა თქმა სერ, თქვენს გვერდით მიგულეთ, რით შემიძლია გემსახუროთ?

  • როდესაც დესერტს დავასრულებთ..აი ეს პატარა ყუთი რომ მოართვა ქალბატონს..ყუთში ბეჭედია, ჩემი დიდი ბებიის, რომლითაც ხელი უნდა ვთხოვო ლენას..

  • რა შესანიშნავია! დიდი მადლობა მისტერ უაით რომ ასეთი საპასუხისმგებლო საქმე მომანდეთ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება..ჩემი იმედი გქონდეთ..

  • კეთილი იყოს თვქენი მობრძანება ნიო-იორკ კაფეში მადამ... მაგიდა დაჯავშნილი გაქვთ? New-York-Cafe-Budapest

  • დიახ, მე, მე მელოდებიან.. აი, აი ისიც, ვხედავ.

  • თუ შეიძლება მოსასხამს გამოგართმევთ და კრიშტოფი მიგაცილებთ მაგიდამდე..

  • კეთილი..

როდესაც ლენა შევიდა დარბაზში და ჯონი დაინახა, წამიერად ყველაფერი გადაავიწყდა... ახსოვდა მხოლოდ დღე როდესაც პირველად დაინახა ჯონი ხაზვის პირველ ლექციაზე, არქიტექტურის ფაკულტეტზე...იგი ისეთივე მომხიბვლელი იდგა და ელოდებოდა მაგიდასთან...ვერ ხვდებოდა მისი 30იანი წლების ჩაცმის სტილი უფრო უხდებოდა ნიუ-იორკ კაფეს ინტერიერს თუ პირიქით..... შეყვარებული წყვილი მაგიდას მიუსხდა... პირველისთვის ორივემ გულიაში მიირთვა, მეორესთვის ჯონმა დღის სპეციალური კერძი აიღო - მწყერი „ვადას“ სოუსში, ლენამ კი შემწვარი იხვის მკერდი... ძირითადი კერძების შემდეგ კრიშტოფმი საფირმო დესერტით - ნიუ იორკის შოკოლადის ნამცხვრით გაუმასპინძლდა... დესერტიც დაასრულეს.... შემდეგ როგორც ჰქონდა დაბარებული მისტერ უათისგან, კრიშტოფმა ქალბატონს პატარა ყუთი მოართვა... ლენამ გახსნა ყუთი, გაოცებულმა მხოლოდ შემდეგ შენიშნა მუხლმოდრეკილი ჯონი...

  • ლენა, თანახმა ხარ, რომ ცოლად გამომყვე? ჯონმა ბეჭედი აიღო და მის ლამაზ, თხელ თითზე წამოაცვა
  • კიდევ უფრო გაოცებულმა ლენამ ტუჩსაცხი გადაისვა...თანახმა ვარ ჯონ....მაკოცე..

ტელეფონზე ზარია....

  • “Magyar”

New York Café Budapest – The most beautiful café in the world - კაფე რომლის ინტერიერიც არსად მეორდება მსოფლიოში და ის ნამდვილად დამსახურებულად ატარებს ამ სახელს, აქ მომზადებული კერძები და ყავის მენიუ კი მსოფლიოშია ცნობილი. “Magyar” - ასე ეძახიან უნგრელები თავიანთ თავს. მსოფლიოსთვის Hungary მათთვის კი Magyar. ნაცნობი სიტუაციაა 618b4ea719b21eee5d3393937a6a25a2

ცივი ომი დასრულებულია ახლა მთავარია გაიხსნას საზღვრები და აღდგებს ფრენები

სერიიდან „აღმოაჩინეთ მსოფლიო გლობალ თრეველთან ერთად“