THE WEB PAGE IS STILL UNDER DEVELOPMENT. WE APOLOGIZE FOR INCONVENIENCES THAT MAY ARISE.
Article

რიგი სწრაფი კვების ჯიხურთან ზამთარში

მდინარის პირას ვარ წამოწოლილი... ხელები თავქვეშ, ვუყურებ ცას, ძალიან ლამაზია... მომესმა შორეულმა საათმა 5-ჯერ ჩამოჰკრა თითქოს... მაცვია საკმაოდ თბილი სვიტერი და მოსასხამი, ჩემდა გასაკვირად თბილი ფეხსაცმელი და შარვალი. გასაკვირად იმიტომ, რომ ზაფხულია და მზე კარგად აჭერს. გვერდით პატარა, გასაშლელი მაგიდა დგას საუცხოოდ გაწყობილი, ჩამოჰკრა მეექვსედ, ყველა კერძი ჯერ კიდევ ცხელია და ვერცხლის ჭურჭლიდან ორთქლი ამოდის. ყველაფერს ვარჩიე ცხელი ყავა რომელიც მუყაოს ჭიქით იდგა, აი სწორედ ისეთით სწრაფი კვების ჯიხურში რომ აქვთ ჩემს გვერდით. Takeaway-coffee-cup-18593 ლანგრიდან ავიღე ახალი ფუნთუშა და მაშინ აღმოვაჩინე რომ ხელთათმანებიც მქონია... შევექცევი ყავას და ვთბები... ჩამოჰკრა მეშვიდედ... უცაბედად ავხტი საოცარ სიმაღლეზე და ტანსაცმლიანად ჩავეშვი მდინარეში, წყალი საშინლად ცივია, დავსველდი მთლიანად. ვიგრძენი რომ ხელთათმანები დავკარგე, უცბად გაქრა მოსასხამი და თბილი ტანსაცმელი... file-20170821-27160-1kwep4u თვალწინ აღმემართა კვლავ ბიგ ბენის უზარმაზარი კოშკი თავისი გრანდიოზული ციფერბლატით, რომელმაც მერვედ ჩამოჰკრა... გადაფარებული მუყაო სისველისგან დაფლეთილიყო... ლონდონში ისევ წვიმს... 70705-istock-957174246 ისევ არ ვკარგავთ იმედს და ველოდებით ფრენების აღდგენას. ნისლიანი ალბიონი კი გელოდებათ ისევ იქ სადაც იყო მანამდე და ისევ იგივე, ცვალებადი ამინდებით. სერიიდან „აღმოაჩინეთ მსოფლიო გლობალ თრეველთან ერთად“