THE WEB PAGE IS STILL UNDER DEVELOPMENT. WE APOLOGIZE FOR INCONVENIENCES THAT MAY ARISE.
Article

Leg Godt

მამამ თავზე ხელი გადაუსვა პატარა ოლეს და სათამაშო ოთახში მარტო დატოვა. ბავშვი იმდენად იყო გართული თამაშით, რომ არც კი შეუმჩნევია როგორ გავიდა მამა. ოლეს ძალიან უყვარდა სხვა და სხვა, დაშლილი სათამაშოს ნაწილებისგან ახალი ფიგურების შექმნა. თავიდან მშობლებს ეუცნაურად ეს ფაქტი თუმცა არ ჩარეულან შენიშვნებით და ოლეს წარმოსახვას მისცეს სრული თავისუფლება. ხშირად ტოვებდნენ მას მარტო, სიტყვებით: „აბა შენ იცი, კარგად ითამაშე ოლე“

გავიდა წლები. ოლე მის მშობლიურ ქალაქ ბილლუნდში (დანია) ცნობილი დურგალი გახდა. 1932 წელს მისი სახელოსნო ხის სათამაშოებს აწარმოებდს. 2 წლის შემდეგ კი მან დაარსა კომპანია, რომლის დასახელებაც მოდიოდა სწორედ იმ სიტყვებიდან რაც მას მთელი ბავშვობა ჩაესმოდა: “კარგად ითამაშე” - რაც დანიურად ასე ჟღერს: Leg Godt დიახ ეს ადამიანი იყო ოლე კირკ კრისტიანსენი - მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია “LEGO”-ს დამაარსებელი. Ole-Kirk-Christiansen

2015 წლის მონაცემებით წარმოებულია 600 მილიარდზე მეტი ლეგოს ფიგურა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს 8 გასართობი პარკი - Legoland. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პარკი მდებარეობს მიუნხენიდან 1 საათის სავალ გზაზე. legoland-riesenrad-kinder

ul0vd8lz.legoland გლობალ თრეველი გაგიწევთ სრულ მომსახურებას და დაგეხმარებათ აიხდინოთ თქვენი და თქვენი შვილების ბავშვობის ოცნება - მოხვდეთ ლეგოლენდში სერიიდან „აღმოაჩინე სამყარო გლობალ თრეველთან ერთად“